უგულავა ენმ-ში ოფიციალურად ბრუნდება? - რას ამბობს წყარო "პირველებთან"
"პირველების" ინფორმაციით, ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იქნება ერთადერთი საკითხი, რომელზეც პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ და განსახილველი თემას შორის იქნება გიგი უგულავას ინიციატივაც, რომლის მოთხოვნაა ჩამოყალიბდეს მმართველი ბორდი, რომელიც რეალურად ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას მართავს და რომელიც დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა ადამიანებით.
ოფიციალურად გიგი უგულავა ენმ-ს წევრი არ არის და არ არ არის გამორიცხული, დღეს გაკეთდეს უგულავასადმი შეთავაზება, რომ ის დაინიშნოს თანამდებობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში". წყარო გვაწვდის ინფორმაციას, რომ ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი, რომელზეც დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ.