პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ენმ-ში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

14.09.23 13:22
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ენმ-ში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

ზუსტად ორ საათზე, "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული. მთავარი საკითხი იქნება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი და დღეს ენმ თავის ოფიციალურ პოზიციას გაახმაურებს - დაუჭერენ თუ არა მხარს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ირაკლი ნადირაძის თქმით სხდომაზე ასევე განიხილება პარტიის შიდა მიმდინარე საკითხები, მოახლოებული არჩევნები და მესამე პრეზიდენტის საკითხი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, ნაციონალურ მოძრაობას თავისი პოზიცია აქვს გახმოვანებული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ასევე მიიღეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო და ამ გადაწყვეტილების შესახებ გაცხადდება ოფიციალურად, ასევე საუბარი იქნება პარტიის შიდა მიმდინარე საკითხებზე, გაძლიერებაზე, სამოქმედო გეგმაზე, გამარჯვების პლატფორმის სტრატეგიაზე, იმ მოახლოებულ ელექტრონულ არჩევნებზე, რომლებიც გვაქვს, როგორც პარტიის შიგნით ასევე პარტიის გარეთ, ევროკავშირის ასოცირება იქნება ეს რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის საკითხი და იქნება ეს სხვა მიმდინარე საკითხები. ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო იქნება და დანარჩენთან დაკავშირებით ნახავთ თქვენ თვითონ. (ნანუკას კითხვა) დღის წესრიგით გათვალისწინებული ეს ნამდვილად არ არის. ასევე, თუ რაღაც საკითხია განსახილველი, სადაც საჭირო დამატებით ადამიანების მოწვევა, არც ეგ არ არის პრობლემა, რომ ამ ადამიანებს დავუძახოთ და მოვიწვიოთ",- ამბობს ირაკლი ნადირაძე.