რამდენად დაუჭერს ვინმე ოპოზიციიდან მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, არ მაინტერესებს - კობახიძე
"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ აინტერესებს, რამდენად დაუჭერს ვინმე ოპოზიციიდან მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს და ამ თემაზე საუბარს არ აპირებს.
კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წევრებს ერთმანეთის მიმართ და საკუთარი პარტიის წევრები მიმართ იმხელა უნდობლობა აქვთ, რომ გადაწყვიტეს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში საერთოდ არ შევიდნენ.
როდესაც საკუთარი პარტიის წევრებსაც კი არ ენდობიან, პარლამენტარებს არ ენდობიან და ამბობენ, რომ არავინ არ შევიდეთ სხდომათა დარბაზში, რომ იქ ვიღაცამ მხარი არ დაუჭიროს იმპიჩმენტს, რამხელა უნდობლობა აქვთ ერთმანეთის მიმართ ეს ჩანს ძალიან კარგად. ეს პოლიტიკური ძალა სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად და დღეს თუ ისინი მხარს არ დაუწერენ იმპიჩმენტს, გამოდის, რომ თავის დროზე მათ სცადეს, ატყუებდნენ 3 მილიონ ამომრჩეველს. მთავარი მიზანი ჩვენი იყო, რა თქმა უნდა, ლუსტრაცია, რამდენად დაუჭერს ვინმე ოპოზიციიდან მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ მაინტერესებს ამ თემაში შესვლა", - ამბობს ირაკლი კობახიძე.