„კალაძე საუბრობს, რომ თურმე ნატო-ს არ ჰქონია ერთი ადგილი, არ ჯობს ფეხბურთს მიხედოს?!“ - პაატა მანჯგალაძე
"კალაძე, რომელიც პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული იყო შვიდ სულ ქურდთან ხელის ჩამორთმევით, საუბრობს, რომ თურმე ნატო-ს არ ჰქონია ერთი ადგილი, არ ჯობს ფეხბურთს მიხედოს?! - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც წლებია საქართველოს ესმის, რომ „ნატო“-ს კარი ღიაა.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, კალაძე ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევა. მისივე თქმით, მას არ აქვს საკმარისი კომპეტენცია და აჯობებს მიხედოს იმ საქმეს, რაც იცის:
კალაძე, რომელიც პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული იყო შვიდ სულ ქურდთან ხელის ჩამორთმევით, საუბრობს, რომ თურმე ნატო-ს არ ჰქონია ერთი ადგილი, არ ჯობს ფეხბურთს მიხედოს?! რა იცის კალაძემ საერთაშორისო ურთიერთობები?! ერთი წიგნი აქვს საერთოდ წაკითხული? მართლა გგონიათ, რომ ისტორიის სპეციალისტია?! სამტრედიაში ფეხბურთი არ არის და როცა ფეხბურთი არ არის, კარგია, რომ ბურთის ძეგლი დადგა. მიხედოს იმ საქმეს კალაძემ, რაც იცის”, - განაცხადა მანჯგალაძემ.