ეძებდნენ ოლიგარქს ბატონ ივანიშვილს, მიიღეს ოლიგარქი - კეზერაშვილი - გურამ მაჭარაშვილი
"ხალხის ძალის" ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.
პარლამენტარი ამტკიცებს, რომ ეს ევროპის არაერთმა სააგენტომ დაადასტურა:
თავად ევროპის არაერთი სააგენტოს მხრიდან დავით კეზერაშვილი ოლიგარქადაა აღიარებული. შესაბამისად, შეწუხდნენ მათი პატრონები და ჩემი აზრით, პირადად ამიტომ არის ამ შემთხვევაში შენელებული მოთხოვნა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით, როდესაც ორი კომისიის დასკვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ როგორც იტყვიან, ეძებდნენ ოლიგარქს ბატონ ივანიშვილს და მიიღეს ოლიგარქი კეზერაშვილი", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირი განსაკუთრებით მოელის პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.