ერთი სამაშველო ვერტმფრენის იმედად დარჩენილი ქვეყანა - კოდუა რჩევა ხელისუფლება

14.09.23 14:03
ერთი სამაშველო ვერტმფრენის იმედად დარჩენილი ქვეყანა - კოდუა რჩევა ხელისუფლება

ერთი სამაშველო ვერტმფრენის იმედად დარჩენილი ქვეყანა - ავიაკომპანია "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, პირველ რიგში ეს არის მეზობელ სახელმწიფოებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომ როგორც კი მოხდება სტიქია, სასწრაფოდ იქნება მისაღები ზომები.

კოდუა ხაზგასმით ამბობს, რომ არ უნდა ხდებოდეს ყოველი სტიქიის წინ ყველაფრის თავიდან დაწყება და თავიდან მობილიზება

საჭირო არის ყველა უწყებას ჰქონდეს თავისი სპეციალიზებული ვერტმფრენი. თუ არ არის შესაძლებლობა, მაშინ აუცილებელია, რომ ჩვენს სახელმწიფოს ჰქონდეს გაფორმებული მეზობელ სახელმწიფოებთან ხელშეკრულება "სთენდბაი" კონტრაქტი, იმისდა მიხედვით,  როგორც კი რომ  მოხდება რაღაც სტიქია და რაღაცა სასწრაფოდ იქნება მისაღები ზომები. არ უნდა ხდებოდეს ყოველი სტიქიის წინ რაღაცნაირად თავიდან დაწყება და მობილიზება, მობილიზებული უნდა იყოს და ყველამ უნდა იცოდეს, რამე რომ მოხდება, პირველ რიგში საქართველოში არსებული ფლოტის მაქსიმალური გამოყენების მიზნით უნდა იყოს ეს ხელშეკრულება  გაფორმებული, რა და როგორ და მეორე გარეთ", - ამბობს გიორგი კოდუა.

ბიძინაა ივანიშვილის ავიაკომპანია სახელმწიფოს ვერტმფრენის კუდს ნახევარ მილიონად მიყიდის. ორიდან ერთი სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიის დროს დაზიანდა, ნაწილები კი საქართველოში ივანიშვილის ავიასერვისს  აქვს.

ირკვევა რომ, სასაზღვრო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომ პირდაპირი შესყიდვის წესით მოხდეს საჭირო ნაწილების შესყიდვა. 

ივანიშვილის კომპანიაში, შპს ავიასერვისში ამტკიცებენ, რომ დაზიანებული კუდის ყიდვას უცხოეთში აპირებენ და ეს ახალი ნაწილი იქნება.