პრეზიდენტის იმპიჩმენტი - არ არის გამორიცხული, ენმ-მ საკითხის განხილვის დროს დარბაზი დატოვოს

14.09.23 13:49
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - არ არის გამორიცხული, ენმ-მ საკითხის განხილვის დროს დარბაზი დატოვოს

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - არ არის გამორიცხული, ენმ-მ საკითხის განხილვის დროს დარბაზი დატოვოს.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე ფარული კენჭისყრა იქნება, ამიტომ, მანიპულაციის და ინტერპრეტაციის საფუძველი რომ არ იყოს, ენმ განიხილავს, რომ კენჭისყრას არ დაესწროს.

ბეჟაშვილი მიუღებელს უწოდებს ასევე ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" თანამშრომლობაზე საუბრობენ პრეზიდენტის წინააღმდეგ.

წინასწარი განწყობებით ჩვენი პარტიის წევრებისა, არცერთი ჩვენი ფრაქციის წევრი ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. იხილება მათ შორის ფორმა, რომ ენმ-მ საერთოდ დატოვოს დარბაზი საკითხის განხილვის დროს. კიდევ, ვინაიდან ფარული კენჭისყრა იქნება და მანიპულაციის და ინტერპრეტაციის საფუძველი არ მიეცეს ამ საკითხს. ჭორების და მოსაზრებების გავრცელება, რომ ამ პროცესში "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაღაცა როლი შეასრულოს და "ქართულ ოცნებასთან" რაიმე სახის თანამშრომლობა პრეზიდენტის წინააღმდეგ, ასეთი ინტერპრეტაციები, აბსოლუტურად მიუღებელია". - ამბობს ბეჟაშვილი.