ორპირმა ქარმა გაციება იცის - კობახიძე NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე
კახი კალაძის სკანდალურ განცხადებას, სადაც მან ნატოს ლიდერებს უცენზუროდ მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე საუბრისას ამბობს, რომ "ორპირმა კარმა გაციება იცის".
ღია კარში ყოფნა, ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში და მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში ქვეყნის დიდხანს დატოვება არ არის ვიღაცის მიზანი. ორპირმა ქარმა იცის გაციება, შესაბამისად ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი", - ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კალაძემ NATO-ს წვერ ქვეყნებს უცენზუროდ მიმართა, თუ გაქვთ რაიმეს ერთი ადგილი, გაგვხადეთ ნატოს წევრი!