თქვენ რა იგულისხმეთ აბა? - კალაძე NATO-ზე გაკეთებულ განცხადებაზე

14.09.23 13:59
თქვენ რა იგულისხმეთ აბა? - კალაძე NATO-ზე გაკეთებულ განცხადებაზე

გუშინ გაკეთებული არაეთიკური განცხადების შემდეგ, "ქართული ოცნების" ლიდერმა კახა კალაძემ NATO-თან დაკავშირებით ტონი შეცვალა "თქვენ რა იგულისხმეთ აბა?" მიმართა თბილისის მერმა ჟურნალისტებს, რომლებმაც პარტიის ლიდერს მისი განცხადების "თუ ერთი ადგილი გაქვთ"-ის განმარტება სთხოვეს.

"უნდა მიგვიღონ აბა რა უნდა ქნან?" თქვა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქოლგა ეს არის ნატოს გაერთიანება.

უნდა მიგვიღონ აბა რა უნდა ქნან? გუშინაც მოგვაწია განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქოლგა ეს არის ნატოს გაერთიანება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა კახა კალაძემ.