ივანიშვილის დადგმულ სიგიჟეში მონაწილეობას არ მივიღებთ - ენმ-ს პოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

14.09.23 14:08
ივანიშვილის დადგმულ სიგიჟეში მონაწილეობას არ მივიღებთ - ენმ-ს პოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ისინი "ამ სიგიჟეში" მონაწილეობას არ აპირებენ. 

ხაბეიშვილი იქვე ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ივანიშვილმა მოიგონა. 

თავად მოიგონა ბიძინა ივანიშვილმა და რუსულმა პარტიამ მისივე ხელდასხმული პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ეს ქალბატონი არავის არ აურჩევია, დადედს, კრიმინალურად მოჰპარეს ხალს არჩევნები და ისეა ქალბატონი (ზურაბიშვილი) არჩეული. ამიტომ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის, რომ ამ იმპიჩმენტში, ამ სიგიჟეში თავად რომ მოიგონეს, ბიძინა ივანიშვილმა რომ დადგა, რომ უნდათ ამ თემის აქტუალიზაცია, ამაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, პოლიტიკური საბჭო ამაზე იმსჯელებს და საბოლოოდ ეს გაფორმდება, პოლიტიკურ საბჭო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.