როცა მცდელობა აქვთ, რომ ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და არ უნდა შეიყარო ნაცარი - კალაძე

14.09.23 14:25
როცა მცდელობა აქვთ, რომ ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და არ უნდა შეიყარო ნაცარი - კალაძე

როცა მცდელობა აქვთ, რომ ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და არ უნდა შეიყარო ნაცარი - თბილისი მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების წინააღმდეგ.

როგორც კალაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი მზად არის პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, ოღონდ სწორი ფორმებით და არა „თავში წამორტყმით და შეურაცხყოფით“.

კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც ქვეყნის ევროპული მომავლის საპირწონედ სააკაშვილის საკითხს აყენებენ და ამას შესაბამისი პასუხი სჭირდება.

„ჩვენი მხრიდან ყველას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა, რაც მნიშვნელოვანია. თეთრზე რომ გვეუბნებიან შავიაო და კონკრეტულ ადამიანებს მცდელობა აქვთ, რომ ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და არ უნდა შეიყარო ნაცარი, როდესაც მართალი ხარ. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. როდესაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს ზოგი ევროპარლამენტარი, შეურაცხმყოფელია. თავმოყვარე ხალხი ვართ ჩვენ, შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ, რითაც ვამაყობთ. პარტნიორობა იქნება, მეგობრობა, თუ თანამშრომლობა, ეს გვინდა სწორი ფორმებით და არა იმით, რომ ვიღაცამ თავში წამორტყმით და შეურაცხყოფით გააკეთოს.

შეურაცხმყოფელია თუ არა ის, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საპირწონედ აყენებენ კრიმინალ სააკაშვილის საკითხს?! ასეთი თემებია, რაც ძალიან ცუდია და შესაბამისი პასუხი სჭირდება, ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობის პირი უნდა იყოს“,- აღნიშნა კალაძემ.