ვინც იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის თანამზრახველია - მამუკა მდინარაძე
"ქართული ოცნება" VS პრეზიდენტი - მმართველი პარტია კვლავ ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია უხეშად "დაარღვია" და ის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.
როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინც იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის თანამზრახველია.
არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, იმიტომ, რომ 100 ხმა უბრალოდ არ გვაქვს ჩვენ პარლამენტში, თუმცა თუ ეს ჩემი განცხადება გაჭრის, იქნება ძალიან კარგი. პრეზიდენტი, რომელიც არღვევს უხეშად და დემონსტრაციულად კონსტიტუციას, არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, თუ კი ვინმე იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, უნდა იცოდეს წინასწარ, რომ ის არის კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის თანამზრახველი", - ამბობს მამუკა მდინარაძე.