ხალხს და ხელისუფლებას შორის ზღვრის გავლება ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ - ირაკლი კობახიძე
“ზღვრის გავლება ხალხსა და ხელისუფლებას შორის არის ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდა”, - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლეიენმა თავის სიტყვაში ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა ახსენა და არ უხსენებია საქართველოს ხელისუფლება.
კობახიძის თქმით, ქვეყანას“ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება” მართავს.
ქვეყანაში არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ზღვრის გავლება ხალხსა და ხელისუფლებას შორის არის ავტორირატული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდა. ყველას ვურჩევ, ასეთი პროპაგანდისგან თავი შეიკავოს. ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება” - თქვა კობახიძემ.
ფონ დერ ლეიენის თქმით, „უკრაინის და მოლდოვის მომავალი EU-შია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პერსპექტივა”.