გიგი უგულავას თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილება - ხაბეიშვილი

14.09.23 15:02
გიგი უგულავას თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილება - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გიგი უგულავას რამე თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა და არც განიხილება.

ხაბეიშვილის თქმით, შეხვედრა აქვს გიგი უგულავასთანაც და აბსოლუტურად ყველასთან, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.

„გიგი უგულავამ თავად თქვა, რომ არის პარტიის რიგითი წევრი, აპირებს ამ სტატუსიდან ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. არსებობს ბორდის იდეა, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანებას კონკრეტულ ბორდში, რომელიც იქმნება მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ცხადია, არსებობს ამ მიმართულებით კომუნიკაცია. მხოლოდ მივესალმებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონკრეტულ ერთობებს, იქნება ეს ბორდი, საბჭო, რადგან „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „გამარჯვების პლატფორმისთვის“ მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველამ იგრძნოს თავი კომფორტულად, იმ პოზიციაზე, სადაც თავი წარმოუდგენიათ. მე მაქვს შეხვედრა გიგი უგულავასთანაც და აბსოლუტურად ყველასთან, ვინც შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ და არ წარმოიდგინოთ, ყველას ველაპარაკებით. გიგი უგულავას რამე თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა და არ განიხილება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.