კაცს, რომელიც სახლის აფეთქებით იმუქრებოდა, ბინიდან ასახლებენ
კაცს, რომელიც სახლის აფეთქებით იმუქრებოდა, ბინიდან ასახლებენ. ფიფიების შვიდსულიანი ოჯახი უსახლკაროდ რჩება. 52 წლის მამაკაცს, ერთადერთ თავშესაფარს ამ წუთებში აცლევინებენ.
გიორგი ფიფიაა ამტკიცებს, რომ ის თაღლითური გარიგების მსხვერპლია. ამ გარიგების უკან კი ყოფილი საჯარო მოხელე ფიგურირებს.
როგორც გაირკვა, ფიფიამ სამშენებლო შეთანხმებაა წლების წინ თეთრიწყაროს მერის, ყოფილ მოადგილესთან დადო, დღეს კი დევი დევიძე სასამართლოო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს.
როგორც გიორგი ფიფიას ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოდავე მხარეს მაღალი თანამდებობის პირები მხარს უჭერენ.
ცირა ჯავახიშვილი ეჭვობს, რომ მოსამართლეები სწორედ ამიტომ ვერ მიდიან მაღალჩინოსნების წინააღმდეგ:
მოსამართლეს ვერ მივაღწევინეთ ის, რომ საქმე არსებითად და მართლა სამართლიანად განეხილათ. მიაჩნიათ, რომ ის მფარველები, პირები, რომლებიც კრედიტორ მხარეს, მაღალი თანამდებობის პირები მხარს უჭერენ, მოსამართლეები, როგორც ჩანს ვერ მიდიან ამ პირების წინააღმდეგ. კრედიტორი არის დევი დევიძე, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში იყო ერთ-ერთი ტერიტორიული ორგანოს საკრებულოს მოადგილე", - ამბობს ადვოკატი, ცირა ჯავახიშვილი.