სამი რეკომენდაციიდან ორს შევასრულებთ, ერთი დეპოლარიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული - მდინარაძე

14.09.23 15:34
სამი რეკომენდაციიდან ორს შევასრულებთ, ერთი დეპოლარიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული - მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული სახელმწიფო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან დარჩენილი სამი რეკომენდაციიდან ორი მალე შესრულდება და ამის შესახებ საზოგადოებას დეტალურად ბრიფინგით ეცნობება, ხოლო ერთი რეკომენდაცია, საუბარია დეპოლარიზაციაზე, მდინარაძის განცხადებით, შეუსრულებელია, რადგან ეს მხოლოდ "ოცნებაზე" არ არის დამოკიდებული და ამაში ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია.

ქართული სახელმწიფო დიახ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არ იმსახურებს დაჩაგვრას და სხვაზე ნაკლები ქულების დაწერას და ეს შანსი მათ არ უნდა გაუშვან ხელიდან, როგორც საქართველო იმსახურებს ევროპას, ისე ევროპა იმსახურებს თავის მხრივ საქართველოს. დეოლიგარქიზაცია თქვენს მიერ ნახსენები, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ის საკითხები, რაზეც მუშაობა მიდის, დეპოლარიზაცია, ეს სამი, რომელზეც მიდის მუშაობა და ჩვენც ვთქვათ, რომ დეპოლარიზაცია პრაქტიკულად შეუსრულებელია, ამას მარტო ცალკე ვერ გავაკეთებთ ხომ, ოპოზიციის ნება უნდა ამას.დანარჩენ ორთან დაკავშირებით მიდის მუშაობა და გპირდებით, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში დეტალურ ანგარიშს ბრიფინგის სახით ჩავაბარებთ საზოგადოებას. ანუ სამზე ვილაპარაკე, სამ შესრულებულზე აღარ ვილაპარაკებ, დანარჩენი ექვსიდან აბა ერთი რამ მითხარით, რა არ არის შეუსრულებული", - ამბობს მამუკა მდინარაძე.