ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა

14.09.23 15:44
ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა საერთაშორისო დღის წესრიგი და რეგიონული საკითხები იქნება.

საინფორმაციო სააგენტო "ბელტას" ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ასევე ეკონომიკის სექტორში არსებულ ერთობლივ ამოცანებსაც განიხილავენ, მათ შორის "იმპორტის ჩანაცვლების სფეროში ჩასატარებელ დიდ სამუშაოს".