ღარიბაშვილმა შეძლო, ბორელს თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს
ღარიბაშვილმა შეძლო, ბორელს თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ "ეამაყება" ხალხს ღარიბაშვილი.
იცით, რატომ ეამაყება ამ ადამიანს, ნებისმიერს, ვინც აქ არის და ნებისმიერ ქართველს, ვინც ობიექტურად ფიქრობს, პრემიერის იმდღევანდელი გამოსვლა ბორელთან კონფერენციაზე? იმიტომ, რომ როგორც იქნა, ამ ქვეყნის ხელისუფალმა შეძლო, (ეს ხალხის სიტყვებია, რაც მოვისმინე ამ დღეების განმავლობაში), რომ თანაბრად ელაპარაკა და არა როგორც ბატონს...
დარბაზში მოსულ ხალხს ჩვენ კი არ შევეკითხეთ, აქეთ გვეუბნებიან, რომ ეამაყებათ პრემიერის იმ გამოსვლის, სადაც მან შეძლო და უსამართლობაზე თანაბრად, და არა ქვემოდან, ელაპარაკა თუნდაც ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს და თანამდებობის პირს.