პრეზიდენტის იმპიჩმენტი - კენჭისყრას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" არ დაესწრება
პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" არ დაესწრება. პარტიამ ოფიციალური გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა.
ოპოზიციური პარტია კოლეგა დეპუტატებს მოუწოდებს, რომ სხდომათა დარბაზი იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დროს დატოვონ.
ენმ ამ ქოცურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი. ამ თემების გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას და პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი პროევროპული სახელმწიფო ინსტიტუტის წარმოჩენას. ჩვენი მიზანია, რომ ეს თემა დაიხუროს, პოლიტიკური ინსინუაციები გამოირიცხოს და ამაში ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.