ვინ იქნებიან სააკაშვილის დაანონსებულ პოლიტიკურ კომიტეტში - მოლაპარაკებები მელიასა და ნაყოფიასთან მიმდინარეობს

14.09.23 17:02
ვინ იქნებიან სააკაშვილის დაანონსებულ პოლიტიკურ კომიტეტში - მოლაპარაკებები მელიასა და ნაყოფიასთან მიმდინარეობს

რა არის "ნაციონალური კომიტეტი" და ვინ იქნებიან გაერთიანების წევრები - ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საჭიროა, შეიქმნას ახალი საბჭო, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ძველი და ახალი წევრებით დაკომპლექტდება.

ამ გაერთიანების მიზანი პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრაა. ახალი მენეჯმენტი კი ამტკიცებს, რომ პარტიის პოლიტიკას ამ გზით ვერავინ განსაზღვრავს. კომიტეტი კი ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, არა პარტიულ, არამედ ზოგად საკითხებზე იმუშავებს. 

მესამე პრეზიდენტის მიერ დაანონსებული კომიტეტის წევრებად მოიაზრებიან ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე, აკო მინაშვილი, კობა ნაყოფია. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" "პირველებს" უდასტურებენ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნიკა მელიასა და კობა ნაყოფიასთან. ნიკა მელიას გიგი უგულავა უკვე შეხვდა, ინფორმაცია უგულავამ "პირველებს" დაუდასტურა. სწორედ უგულავაა ის პირი, ვინც კომიტეტის შექმნასა და მოლაპარაკების პროცესში ჩართულია.

ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს იქნება ერთგვარი სათათბირო, საბჭო, რომელშიც მოხდება ყველა აქტუალური საკითხის განხილვა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. 
(კობა ნაყოფია, ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე, აკო მინაშვილი) მათ შორის ეს დასახელებული გვარებიც და სხვა გვარებიც, მიდის კონსულტაციები. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონსულტაციები ნიკა მელიასთან და კობა ნაყოფიასთან მიმდინარეობს,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.