არ მაქვს მოლოდინი, რომ დეოლიგარქიზაციის გასაიდუმლოებული გეგმა ივანიშვილს შეეხება - დეკანოიძე
ხატია დეკანოიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული დეოლიგარქიზაციის გასაიდუმლოებული გეგმა ბიძინა ივანიშვილს შეეხება
დეკანოიძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის ცალკე კონტექსტში განხილვა არ შეიძლება.
დეოლიგარქიზაციამ, პირველ რიგში უნდა იყოს სისტემური მიდგომა და უნდა ეყრდნობოდეს სისტემურ მიდგომას - კანონის უზენაესობას, სასამართლო რეფორმას და ა.შ. დეოლიგარქიზაციის ცალკე კონტექსტში განხილვა არ შეიძლება. ამიტომ, მე ვერ გეტყვით ამ გეგმის შესახებ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ნამდვილად არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დეოლიგარქიზაციის ეს გეგმა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი, გასაიდუმლოებული, რომელზეც არავინ არაფერი არ იცის, რადგან არ გამოაქვეყნეს ეს გეგმა, შეეხება ბიძინა ივანიშვილს". - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის გეგმა დაამტკიცა. იცვლება კანონები და შემოდის ახალი რეგულაციები, გარეშე პირების გავლენების შესამცირებლად. უცნობია რა იცვლება, რა მკაცრდება, მთავრობა მხოლოდ იმას ამბობს რომ დეოლიგარქიზაციის გეგმა დამტკიცებულია და ეს გეგმა ეხება ანტიკორუფციულ მიმართულებას, მედიას, სასამართლოს.
სხდომას, სადაც ეს გადაწყვეტილება მიღეს მხოლოდ მთავრობა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ, მედია და ოპოზიცია სხდომაზე არ მიუწვევიათ.