დეოლიგარქიზაცია უნდა გავრცელდეს კეზერაშვილზეც და ივანიშვილზეც - ბუჩუკური
გახარიას გუნდი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაცია როგორც ივანიშვილზე ისე კეზერაშვილზე უნდა გავრცელდეს.
ანა ბუჩუკურის თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებული დეოლიგარქიზაციის გეგმა უნდა შეეხოს ყველა პოლიტიკაში არ მყოფ პირს, რომელიც პოლიტიკაში ხელის ფათურს ცდილობს.
დეოლიგარქიზაცია უნდა გავრცელდეს კეზერაშვილზეც, ივანიშვილზეც და ნებისმიერ ნებისმიერ სხვა ადამიანზე, რომელიც ფორმალურად არ არის პოლიტიკაში მონაწილე, არანაირი თანამდებობა არ უკავია და გარედან ცდილობს პოლიტიკაში ხელის ფათურს". - განაცხადა ბუჩუკურმა.
საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის გეგმა დაამტკიცა. იცვლება კანონები და შემოდის ახალი რეგულაციები, გარეშე პირების გავლენების შესამცირებლად. უცნობია რა იცვლება, რა მკაცრდება, მთავრობა მხოლოდ იმას ამბობს რომ დეოლიგარქიზაციის გეგმა დამტკიცებულია და ეს გეგმა ეხება ანტიკორუფციულ მიმართულებას, მედიას, სასამართლოს.
სხდომას, სადაც ეს გადაწყვეტილება მიღეს მხოლოდ მთავრობა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ, მედია და ოპოზიცია სხდომაზე არ მიუწვევიათ.