თურმე ივანიშვილი კი არა კეზერაშვილი გამოცხადდება ოლიგარქად - მაჭარაშვილი
"ქართული ოცნების" დეოლიგარქიზაციის გეგმა ბიძინა ივანიშვილის გარეშე - "ხალხის ძალის" ლიდერმა დღეს თავის მართლება ევროკომისიისა და ვენეციის კომისიების დასკვნებს შორის არსებული განსხვავებული მიდგომებით სცადა.
უმრავლესობის წევრი ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ წუხილი მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინეს, რომ ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს არა ბიძინა ივანიშვილი არამედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი , დავით კეზერაშვილი აკმაყოფილებდა.
არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები - ევროკომისიის და ვენეციის კომისიის, სადაც ერთი ითხოვს, რომ უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის კანონი მიღებული და მეორე ამბობს, რომ ამ წესით არ გინდათ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. პოლიტიკური ნაწილია მნიშვნელოვანი.
როდესაც მათ (ოპოზიციას) ეგონათ, რომ ამ კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილს აღიარებდნენ ოლიგარქად, ამიტომ უჭერდნენ მხარს ამას, მაგრამ რომ ჩახედეს კანონს და წაიკითხეს, რომ იქ თურმე ბიძინა ივანიშვილი კი არა დავით კეზერაშვილი გამოცხადდება ოლიგარქად, მერე თქვეს, რომ არ არის მნიშვნელოვანი ახლა ინდივიდუალური საკითხები და სისტემურად მიუდექით ამ საკითხსო". - ამბობს მაჭარაშვილი.
საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის გეგმა დაამტკიცა. იცვლება კანონები და შემოდის ახალი რეგულაციები, გარეშე პირების გავლენების შესამცირებლად. უცნობია რა იცვლება, რა მკაცრდება, მთავრობა მხოლოდ იმას ამბობს რომ დეოლიგარქიზაციის გეგმა დამტკიცებულია და ეს გეგმა ეხება ანტიკორუფციულ მიმართულებას, მედიას, სასამართლოს.
სხდომას, სადაც ეს გადაწყვეტილება მიღეს მხოლოდ მთავრობა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ, მედია და ოპოზიცია სხდომაზე არ მიუწვევიათ.