აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
სანქცირებულია ოთარ ფარცხალაძე. აშშ-მა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრს სანქციები დაუწესა, ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Associated Press ავრცელებს. მიზეზი რუსეთთან მჭიდრო კავშირებია. ფარცხალაძე შავს სიაში სწორედ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად მოხვდა.
სანქციების სიაში ოთარ ფარცხალაძე რუსული და ქართული პასპორტებით არის შეყვანილი, რაც ადასტურებს ინფორმაციას, რომელსაც ტვ პირველის გუნდი ჯერ კიდევ თვეების წინ გიყვებოდათ, რომ ფარცხალაძეს რუსული პასპორტი ჰქონდა.
გამოცემა წერს, რომ სანქციები ჯამში დამატებით 150 პირს შეეხო.
დეტალურად ამ თემაზე, მოგიყვებით "პირველების" ცენტრალურ გამოშვებაში.