ფარცხალაძეს აქვს პირადი კავშირები შოიგუსთან და ორგანიზებულ დანაშაულთან - სახდეპი
აშშ-მა საქართველო ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ოთარ ფარცხალაძეს, რუს ოლიგარქს აქვს პირადი კავშირები რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და ორგანიზებულ დანაშაულთან, ასევე რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერთან და ქართულ-რუს ოლიგარქთან. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მუშაობდა ოლიგარქთან, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
სახდეპი ვრცელ დოკუმენტში წერს, რომ საქართველოს ყოფილ პროკურორს ეკუთვნის რუსეთში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიები: LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE, LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION.
ასევე აქვს მჭიდრო კავშირეს ეფ-ეს-ბეს ოფიცერთან ონიშენკოსთან.
სახდეპი ასევე წერს, რომ ონიშენკომ და ეფესბემ გამოიყენეს ფარცხალაძე, რომ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენა ჰქონოდა.