დეოლიგარქიზაციის თუ ივანიშვილის გადარჩენის გეგმა - რა დოკუმენტი მიიღო მთავრობამ საიდუმლო რეჟიმში
დეოლიგარქიზაციის თუ ივანიშვილის გადარჩენის გეგმა. რა დოკუმენტი მიიღო მთავრობამ საიდუმლო რეჟიმში. "ქართული ოცნება" კაბინეტში ჩაიკეტა და უბრალოდ გამოაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის გეგმა დამტკიცებულია. რა წერია ამ დოკუმენტში არ საჯაროვდება, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ისევ ცდილობს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფასადურად შეასრულოს. დოკუმენტი ისე დაამტკიცეს, რომ საჭიროდ არ ჩათვალეს განხილვის პროცესში, მედია, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ჩართულიყო.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს გეგმა ეხება ანტიკორუფციულ მიმართულებას, მედიას და სასამართლოს. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ახალი კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. მაშინ ვის წინააღმდეგ იღებენ დოკუმენტს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება. დღეს ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუმეორა ქართულ ოცნებას დეოლიგარქიზაციის კანონის მნიშვნელობა და წონა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ რეალურად მთავრობამ ივანიშვილის დაცვის სტრატეგია შეიმუშავა.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.