ენმ-ში დიდი გადანაწილება დაიწყო - სააკაშვილი პარტიის მართვის სადავეებს იბრუნებს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი გადანაწილება დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პარტიის მართვის სადავეებს იბრუნებს და კონტროლს გარედან იწყებს. "ნაციონალურ მოძრაობას" ნაციონალური კომიტეტი გააკონტროლებს, მას პატიმარი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. სააკაშვილის იდეა თავდაპირველად გიგი უგულავამ გაახმოვანა, რომელიც ამავე კომიტეტის წევრი იქნება. ის უკვე მართავს კონსულტაციებს მელიას ფლანგთან. არ არის გამორიცხული პარტიის მაკონტროლებელ რგოლში ენმ-ის ექს თავმჯდომარეც ვიხილოთ
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ნიკა მელია და მისი გუნდი ხაბეიშვილს და ახალ მენეჯმენტს პარტიის სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას გაუწერენ. ანუ მარტივად, რასაც საბჭო ჩათვლის საჭიროდ, პარტია იმას გააკეთებს. ამიტომ ჩნდება კითხვა, სააკაშვილი ენმ-ის ახალ მმართველებს არ ენდობა, თუ ამ ნაბიჯით პარტიის ერთიანობის დემონსტრირება სურს? ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არის და ამიტომ დღეს შეეცადა მაკონტროლებელი საბჭოს ფუნქცია დაეკნინებინა.
გადანაწილებები პარტიაში - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.