დაიწყეს მოსამართლეებით, მეორე ნაბიჯია ფარცხალაძე და მგონია, რომ ეს პროცესია და არა დასრულებული ფაქტი - იაგო ხვიჩია
„ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი ФСБ-სთან კავშირში და ფულის შოვნაში არის დადანაშაულებული აშშ-ის მიერ“, - ეს განცხადება „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
ხვიჩია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პროცესი მხოლოდ დასაწყისია.
მე მიჭირს გამოვხატო გაკვირვება და არც ის ვიცი, რა მოხდება ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, არათუ ყოფილი პროკურორები, არამედ მოქმედი მოსამართლეები გვყავს სანქცირებული აშშ-ის მიერ.
ჩვენთვის ისედაც ცხადი იყო „ქართული ოცნების“ ნაკლოვანებები და არც ფარცხალაძეზე ვყოფილვართ დიდი აზრის, მაგრამ მგონია, რომ საინტერესო იქნება ხალხის დამოკიდებულება და რამდენად შევძლებთ ავუხსნათ მოსახლეობას, თუ რა შარში ვართ და საით მივდივართ და როგორ უყურებენ ჩვენს პერსპექტივას პარტნიორები. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი ჩვენთან მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც მართლმსაჯულებას ეხება და ქართული მართლმსაჯულება რომ დასავლურს არ ჰგავდა, საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადი იყო.
დაიწყეს მოსამართლეებით და თქვეს, რომ არ შევუშვებთ აშშ-ში, მეორე ნაბიჯი იქნა ფარცხალაძე და მგონია,რომ ეს პროცესია და არა დასრულებული ფაქტი,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.