არის თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი კრახისთვის განწირული? - ენმ კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში არ შევა

14.09.23 20:32
არის თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი კრახისთვის განწირული? - ენმ კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში არ შევა

 

არის თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი კრახისთვის  განწირული? მთავარი ოპოზიციური პარტია კენჭისყრის დროს  სხდომათა დარბაზში არ შევა.  ცუდი გამოცდილების გათვალისწინებით და რისკებისგან თავის დასაზღვევად, ენმ-ის ფრაქცია შეთანხმდა, რომ პროცედურას ბოიკოტი გამოუცხადოს. თუმცა პარტიის ლიდერები ვერ დებენ ასეთივე  პირობას "ნაციონალური მოძრაობის"  სიით გასულ დეპუტატებზე  და ამიტომ მათზე პასუხისმგებლობას იხსნიან. 

ამიტომ რისკები საბოლოოდ  განულებული არ არის.  ირკვევა,რომ ეჭვები აქვს სალომე ზურაბიშვილსაც. პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ  ოცნებამ დეპუტატები "ნაციონალური  მოძრაობიდან" გადაიბიროს. დღევანდელი მოცემულობა ასეთია. ყველა პოლიტიკური ჯგუფი  პრეზიდენტის გადაყენების წინააღმდეგია. თუ ეს  მოცემულობა  მომავალი ერთი თვე  არ შეიცვალა,  გამოდის რომ ოცნება მიზანს სისრულეში ვერ მოიყვანს და სალომე ზურაბიშვილი  ორბელიანების სასახლეს მომდევნო ერთი  წელი არ დატოვებს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.