ბოლო წერტილი იქნება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის სანქცირება - ირაკლი კუპრაძე

14.09.23 20:07
ბოლო წერტილი იქნება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის სანქცირება - ირაკლი კუპრაძე

"ბოლო წერტილი იქნება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის სანქცირება, რისიც ყველაზე მეტად ეშინია, ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად", - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებას ეხმაურება.

როგორც კუპრაძე ამბობს, ფარცხალაძის დასანქცირება მოსალოდნელი იყო იმ მიზეზით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ყველას, ვინც კავშირშია რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის ხელშეწყობასთან ტექნოლოგიების მიწოდებით თუ რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებით.

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება მოსალოდნელი იყო სრულიად გასაგები მიზეზებით, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-მა დააანონსა რუსი და რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქების სანქცირება, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან რუსეთის მიერ ომის წარმოებასთან, ტექნოლოგიების მიწოდებასთან და რუსული ინტერესების გატარებასთან რიგ ქვეყნებში და მათ შორის, ფარცხალაძე მოექცა ამ სანქციების ქვეშ. ეს არის სრულიად გასაგები, იმიტომ, რომ ოცნება საკუთარი შემადგენლობით დაკავშირებულია რუსულ პუტინისტურ ინტერესებთან. ბოლო წერტილი იქნება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის სანქცირება, რისიც ყველაზე მეტად ეშინია, ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ინტერესები ზიანდება,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.