გვყავს ხელისუფლება, რომლის გარემოცვაში მყოფები პირდაპირ არის იდენტიფიცირებული, როგორც რუსეთის საქმის გამკეთებელი - ბოკერია
"სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის გარემოცვაში არის ხალხი, რომელიც პირდაპირ არის იდენტიფიცირებული, როგორც რუსეთის საქმის გამკეთებელი და სწორედ ამიტომ მოხვდა ფარცხალაძე ამ სიაში," - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებას.
ბოკერიას თქმით, ფარცხალაძის დასანქცირება ლოგიკურია, რადგან აშშ ასანქცირებს ყველა იმ პირს, ვინც პუტინის პოლიტიკას ატარებს და ხელს უწყობს.
ლოგიკურია, რაც ხდება, თავისუფალი სამყარო ყველგან უპირისპირდება ინდივიდებს თუ სტრუქტურებს, ვინც ამ ბოროტების იმპერიას - პუტინისას ემსახურება სხვადასხვა ფორმით და ჩვენდა სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის გარემოცვაში არის ხალხი, რომელიც პირდაპირ არის იდენტიფიცირებული, როგორც რუსეთის საქმის გამკეთებელი და სწორედ ამიტომ მოხვდა ეს ადამიანი ამ სიაში.
სანამ ჩვენ გვყავს ხელისუფლება და რეჟიმი და რომლის საყრდენი გარემოცვა არიან ხალხი, რომელიც ამ სიაში ხვდება, ამ შემთხვევაში ბატონი ფარცხალაძე, მანამდე ჩვენ შანსი თავისუფლების სამშვიდობოს გასვლის, არ გვაქვს,“ - ამბობს გიგა ბოკერია.