ფარცხალაძის რუსული გზა - როგორ გახდა ყოფილი გენერალური პროკურორი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე

14.09.23 20:20
ფარცხალაძის რუსული გზა - როგორ გახდა ყოფილი გენერალური პროკურორი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე

 

ფარცხალაძის რუსული გზა.  "ტვ პირველი" პირველი იყო,  ვინც ფარცხალაძის რუსული  პასპორტის დეტალები დაადგინა.  როგორ გახდა ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე?  ჯერ კიდევ  თვეების წინ ვყვებოდით, რომ მას მინიმუმ სამი წელი რუსულ სპეცსამსახურებზე უნდა ემუშავა, რომ რუსული პასპორტი მიეცათ.

რუსული პასპორტის მიღებიდან 3 თვეში ფარცხალაძემ საქართველოში კომპანია დააფუძნა ქართული პირადი ნომრით და არსად ჩაუწერია, რომ ის რუსეთის მოქალაქე იყო. 

საგულისხმოა კიდევ ერთი ამბავი - ოთარ ფარცხალაძეს, როგორც ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე თანხმობა სავარაუდოდ  საქართველოს ხელისუფლებამ მისცა სხვა შემთხვევაში ის ქართლ პასპორტს დაკარგავდა.

თვეების წინ როცა "შაბათის ეთერი" სვამდა კითხვას, რატომ აიღო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა ფარცხალაძემ, საქართველოს ხელისუფლების გავლენიანმა ექს მაღალჩინოსანმა და იყო თუ არა  ეს პოლიტიკური განაცხადი, ქართული ოცნება უხერხულ მდგომარეობაში იყო. მაშინაც ერიდებოდათ ოლიგარქის ნდობით აღჭურვილ პირზე საუბარი.

ფარცხალაძე მოსკოვში მხოლოდ რუსული პასპორტის მისაღებად არ ჩასულა. ის  დიდი ბიზნესების მფლობელია, მისი ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი "აირზენას" ყოფილი შეფი რომან ბოკერიაა. ფარცხალაძის საკუთრებაში  კომპანია "მოსკოვი ბროკერი ჯის", რომელიც დიდძალ ქონებას განკარგავს. ფარცხალაძეს აქვს მოსკოვში სამშენებლო  ბიზნესი, სადაც ის  დამოუკიდებლად ოპერირებს.

რას საქმიანობს ოთარ ფარცხალაძის კომპანია რუსეთში?! ყიდის და ყიდულობს უძრავ ქონებს, ვაჭრობს მოსკოვის ბირჟაზე აქციებით, ობლიგაციებითა და უცხოური ვალუტით. ყიდის სამედიცინო აღჭურვილობას, აშენებს და არემონტებს საავადმყოფოებს, უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს, რუსეთში ბიზნესების ყიდვას. საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, შეუძლია  დაკავდეს ხილისა და ბოსტნეულის, ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს, შაქრის, შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის, ასევე ჩაის, ყავის, კაკაოს საბითუმო ვაჭრობითაც.

ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ბიზნესის საქმიანობის სფეროდ  თევზით ვაჭრობაც დაარეგისტრირა. ამასთან, დამატებით მოიპოვა არა მხოლოდ საბითუმო, არამედ საცალო და ინტერნეტ ვაჭრობის უფლებაც

მოსკოვის შუაგულში კი ამ  მასშტაბის კომერციული საქმიანობის აწყობა, კრემლთან კავშირის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.

ფარცხალაძე ხელისუფლებაში ერთი ბინით მოვიდა, პოსტიდან კი როგორც უმდიდრესი ადამიანი წავიდა.