ლაპარაკია დიდ პოლიტიკურ სპეცოპერაციაზე, რომელსაც რუსეთის ФСБ მართავდა ფარცხალაძის ხელით - ხოშტარია

14.09.23 20:13
ლაპარაკია დიდ პოლიტიკურ სპეცოპერაციაზე, რომელსაც რუსეთის ФСБ მართავდა ფარცხალაძის ხელით - ხოშტარია

"ივანიშვილის ოჯახის ახლობლის და ФСБ-სთან დაკავშირებული ადამიანების სანქცირება არის მთლიანად ქართული ოცნების მხილება რუსეთთან კავშირში," - ეს განცხადება "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ხოშტარია ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გამოწვეულია "ოცნების" ხელისუფლების და ივანიშვილის გარემოცვის რუსეთთან პირდაპირი კავშირებით. 

ხოშტარია სახდეპის ანგარიშიდან გამოყოფს იმ თავს, სადაც საუბარია ფარცხალაძის ხელით რუსეთის მცდელობაზე, რომ საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ განწყობები ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ შეცვლილიყო.  

ოთარ ფარცხალაძის, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელის, ყოფილი გენპროკურორის, ივანიშვილის ოჯახის ახლობლის და ФСБ-სთან დაკავშირებული ადამიანების სანქცირება არის მთლიანად ქართული ოცნების მხილება რუსეთთან კავშირში.
 

ეს სანქციები შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს და ამ ომში რუსეთის მომარაგებას და რუსეთის მხარდაჭერას.
 

სანქციების დოკუმენტში ცალკე არის გამოყოფილი თავი, სადაც საუბარია რუსეთის მავნებლურ გავლენაზე საქართველოში, რომელშიც ოთარ ფარცხალაძე ФСБ-ს აგენტ ონიშენკოსთან ერთად მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, რათა ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი შეტრიალდეს რუსეთის სასარგებლოდ.

აქ არის ლაპარაკი დიდ პოლიტიკურ სპეცოპერაციაზე, რომელსაც რუსეთის ФСБ მართავდა ფარცხალაძის ხელით, რომელიც არის ივანიშვილის მარჯვენა ხელი,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.