სანქცირება არათუ გასაკვირი, არამედ მოსალოდნელია - ფავლენიშვილი
ამერიკის შეერთებული შტატები მიერ ყოფილი გენერალური პროკრუორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების ოპოზიციაში არ უკვირთ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ფარცხალაძეც ივანიშვილის სხვა გარემოცვის მსგავსად რუსული პოლიტიკის გატარებით არიან დაკავებულები და ამერიკის სანქციებიც ამ პოლიტიკაზე პასუხია.
ეს ადამიანები - ფარცხალაძე და ივანიშვილის გარემოცვის სხვა წევრები ბოლო წლების მანძილზე ინტენსიურად იყვნენ ჩართულები ყველა იმ სქემაში, რომელიც იყო სანქციების არიდებასთან დაკავშირებული და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის რუსეთიზაციასთან, ამიტომაც არათუ გასაკვირი, არამედ მოსალოდნელია,“ - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.