ფარცხალაძის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება - სამადაშვილი

14.09.23 21:21
ფარცხალაძის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება - სამადაშვილი

"რა განსხვავებაა ფარცხალაძეს და ღარიბაშვილს შორის - ერთიც არის ივანიშვილის ლეიტენანტიც და მეორეც, ორივე დაინიშნა თანამდებობებზე ბერა ივანიშვილის რეკომენდაციით," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილი "რეაქციაში" ეხმაურება ამერიკის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის ფარცხალაძის დასანქცირებას და დოკუმენტიდან რამდენიმე ეპიზოდს გამოყოფს. 

ფარცხალაძე არის დასანქცირებული არის იმაზე, რომ ის მონაწილეობს იმაში, რომ რუსეთს გაუადვილოს შეიარაღების შექმნა. დღეს დასავლეთის მთავარი ამოცანა არის, რომ სანქციების რეჟიმმა იმუშაოს ისე, რომ რუსეთს საკუთარი იარაღის მარაგები და ვეღარ გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. გვითხრეს, რომ ფარცხალაძე ეხმარება რუსეთს ომის წარმოებაში უკრაინის წინააღმდეგ,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

როგორც სამადაშვილი ამბობს, სახდეპის სანქცირებულთა სიის გამოქვეყნებამ "ქართული ოცნების" პროპაგანდა კიდევ ერთხელ ჩამოშალა, რომ თითქოს ამერიკა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. სამადაშვილის თქმით, აშშ-ს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში დამატებითი იარაღი ვერ მიიღოს და ფარცხალაძე საქართველოს არ იყენებდეს რუსეთის სასარგებლოდ. 

სამადაშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება უნდა დაიწყოს.

უნდა ვისაუბროთ იმ მთავარ პროპაგანდაზე, რომლითაც "ოცნება" ცდილობს, რომ მოატყუოს საზოგადოება, რომ თითქოს ვიღაც საქართველოს სთხოვს მეორე ფრონტის გახსნას, რომ თითქოს სანქციებთან შეერთება ნიშნავს მეორე ფრონტის გახსნას, ტყუილია.

რასაც დასავლეთი გვთხოვს არის შემდეგი, რომ ვიღაც ფარცხალაძე არ იყენებდეს საქართველოს ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ შეიარაღებაში ხელი შეუწყოს რუსეთს. 

მე მაქვს ერთი შეკითხვა, რა რეაქცია ექნება ფარცხალაძის დასანქცირებაზე მის რეალურ პოლიტიკურ დამკვეთსაც და მფარველსაც - არანაირი გამიჯვნა აქ საკმარისი არ არის, ფარცხალაძის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება, რომ დადგინდეს ყველა ფაქტი, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ გამოძიებას არ ვნახავთ.

რა განსხვავებაა ფარცხალაძეს და ღარიბაშვილს შორის - ერთიც არის ივანიშვილის ლეიტენანტიც და მეორეც, ორივე დაინიშნა თანამდებობებზე ბერა ივანიშვილის რეკომენდაციით,“ - ამბობს სამადაშვილი.