ფარცხალაძე არის გავლენის აგენტი, რას აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში სუს-ი - დეკანოიძე

14.09.23 21:32
ფარცხალაძე არის გავლენის აგენტი, რას აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში სუს-ი - დეკანოიძე

"ოთარ ფარცხალაძე არის გავლენის აგენტი და არა მხოლოდ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კი არა, რას აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში სუს-ი, როდესაც ადამიანი, რომელიც პირდაპირ რუსულ ინტერესებს ახორციელებდა," - ამ განცხადებას "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე აკეთებს.

დეკანოიძე ამერიკის მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას "რეაქციაში" ეხმაურება და ამბობს, რომ ფარცხალაძე საქართველოში რუსული ინტერესების გატარების გამო დასანქცირდა. 

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოში ფარცხალაძის წინააღმდეგ სისხლის საქმე აღიძრება, რადგან გენერალური პროკურორი შოთაძეც ფარცხალაძის კადრია. 

დეკანოიძე თვლის, რომ სანქცირების ეტაპი ამით არ დასრულდება და ქართველ მაღალჩინოსნებს აშშ დაასანქცირებს, რადგან ისინი რუსეთს სანქციებიდან გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ეს ადამიანი დასანქცირებულია იმაში, რომ რუსეთის ინტერესებს აქ ატარებდა, 2013 წელს ფარცხალაძე არის ძალიან გავლენიანი ადამიანი, რომ გადადგა ეს არაფერს არ ნიშნავდა - გადადგა, როგორც თანამდებობის პირი, მაგრამ ყველა ბიზნესი მის ხელში იყო. ფარცხალაძე გენ პროკურატურაში რომ გადავიდა, მალევე დანიშნა ირაკლი შოთაძე და რა გარანტია გვაქვს, რომ ირაკლი შოთაძე, რომელიც არის საქართველოს გენერალური პროკურორი, რომელიც დანიშნულია რუსი ФСБ აგენტის მიერ, რომ ირაკლი შოთაძე ემსახურება საქართველოს ინტერესებს. არ მაქვს ამის გარანტია.

ოთარ ფარცხალაძე არის გავლენის აგენტი და არა მხოლოდ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კი არა, რას აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში სუს-ი, როდესაც ადამიანი, რომელიც პირდაპირ რუსულ ინტერესებს ახორციელებდა, მაგრამ ეს ადამიანი არის ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი. ეს ადამიანი არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის.

ფარცხალაძეს იცავდნენ 2014-16-17-19 - სანქციებზე რომ დაიწყო საუბარი, უკრაინამ გამოაქვეყნა სია, სადაც იყო ფარცხალაძე, მამაცაშვილი და მაშინ გამოვიდა ირაკლი კობახიძე და ეს ადამიანები დაიცვა, გვაქვს გამყარებული ფაქტი,  რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლური სწორება არ აქვს, ეს სანქციები აქ არ გაჩერდება.

დამერწმუნეთ, საქართველოში არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები გარდა იმისა, რომ ატარებენ რუსულ ინტერესებს, ძალიან ბევრი ჩართულია ამ ბიზნესის კეთებაში - რუსეთიდან შემოსვლა-გასვლა და უკრაინასთან დაკავშირებული სანქციებზე თავიდან არიდების წყაროებით გამდიდრება, ეს ფული მიდის ხელისუფლებასთან და მამაცაშვილთან და ივანიშვილთან დაახლოებულ ადამიანებთან,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.