ბოტასების ქურდი, ალბათ, მის ცხოვრებაში მოფერებით სახელად დარჩება - ბოტკოველი

14.09.23 21:38
ბოტასების ქურდი, ალბათ, მის ცხოვრებაში მოფერებით სახელად დარჩება - ბოტკოველი

„ბოტასების ქურდი, ალბათ, მის ცხოვრებაში მოფერებით სახელად დარჩება, იმდენად მნიშვნელოვანი რამ მოვისმინეთ,“ - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი ფარცხალაძის დასანქცირებას აშშ-ის მხრიდან.

ბოტკოველის თქმით, ფარცხალაძის დასანქცირებით სახდეპმა აჩვენა, რომ ივანიშვილი რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მხარდამჭერია საქართველოში.

მოსამართლეების დასანქცირება ფარცხალაძის დასანქცირებასთან ვერ მივა, პირდაპირ სახდეპმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია რუსეთის მხარდაჭერაში უკრაინასთან ომში, ამით განაცხადი გაკეთებულია იმიტომ, რომ ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი, დაახლოებული ივანიშვილთან, მაშინ, როდესაც ის რუსეთის მოქალაქე გახდა, დასჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეობა და ივანიშვილის დავალებით ალბათ, იუსტიციის სამინისტრომ ან პრეზიდენტმა მიანიჭა ორმაგი მოქალაქეობა.
 

ფარცხალაძე არის ყველაზე რეალური ფაქტი, რითიც დასტურდება ივანიშვილის მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების მიმართ.
 

გავა ნებისმიერ ადამიანზე, ვინც ივანიშვილის გარემოცვაშია, არაფრით განსხვავდება ფარცხალაძე ღარიბაშვილი-კობახიძისგან, ხვალ საინტერესოა, როგორ გადაფარავენ,“ - ამბობს გიორგი ბოტკოველი.