მკაფიო სიგნალი იყო დეოლიგარქიზაციის ნაწილში, პირდაპირ გადაახიეს რუსული კანონი ხელისუფლებას - ლილუაშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება პარტია "საქართველოსთვის" რამდენიმე მთავარ გზავნილს შეიცავს. ერთ-ერთი, რაზეც დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ყურადღებას ამახვილებს, დეოლიგარქიზაციას ეხება. როგორც ლილუაშვილი ამბობს, სახდეპმა სანქცირებით ხელისუფლებას დეოლიგარქიზაციის პროცესის გააზრებისკენ მოუწოდა.
მეორე კი, ლილუაშვილის თქმით, რუსულ კანონს უკავშირდება, რომლის დამტკიცებასაც ხელისუფლება ცდილობდა და რასაც მასშტაბური აქციები მოჰყვა თბილისში.
დღეს რომ დადგენა სახდეპის წარმომადგენელი, ის გააჟღერებს საქართველოს სახელს, როგორც ქვეყნის და როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენლის ჩართულობას. ამ პროცესით ფაქტობრივად, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა საქართველოს რეპუტაციას. ეს კაცი ბოლოს იყო გენ პროკურორი.
ორი რამ გამოჩნდა, პირველი, ძალიან მკაფიო სიგნალი იყო დეოლიგარქიზაციის ნაწილში, პირდაპირ მიუთითეს ხელისუფლებას დეოლიგარქიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე.
მეორე, პირდაპირ გადაახიეს რუსული კანონი ხელისუფლებას, რომელიც მეგობრებში ეძებდა მტრებს და ცდილობდა წარმოეჩინა გავლენის აგენტურის მოქმედება საქართველოს ტერიტორიებზე, მაშინ, როდესაც რუსულ გავლენებზე პირდაპირ მიუთითეს და ბრალდება წაუყენეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ადამიანს,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.