ვინ და რატომ დაასანქცირა აშშ-მა - სახდეპის პრესსპიკერის განმარტება
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენების და ბიზნეს კომპანიების დასანქცირება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი განმარტებას აკეთებს. სანქცირებულ 150 პირსა და კომპანიას შორის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეცაა.
თეთრი სახლის პრესსპიკერი განმარტავს, ვინ მოხვდა სანქცირებულთა სიაში და რამ განაპირობა ამ კონკრეტული ადამიანების დასანქცირება.
როგორც პრესსპიკერი ამბობს, აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს - 30 წელია, ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან, ამიტომ მილერის თქმით, ინდივიდუალური სანქციები გავლენას არ მოახდენს ამ დამოკიდებულებებზე.
ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი სანქციები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში.
სანქცირებული არიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგო სექტორში იმისთვის, რომ შეიტანონ ფინანსები პუტინისთვის.
სანქცირებულები არიან ისინიც, ვინც ტექნოლოგიებს აწვდიან რუსეთს იმისთვის, რომ გააძლიეროს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
სანქცირებულთა შორის არიან რუსი ოლიგარქები, სხვადასხვა ბიზნესმენები და ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის დახმარებაში უკრაინის წინააღმდეგ," - ამბობს მეთიუ მილერი.