პირდაპირი გზავნილია ივანიშვილისთვის, რომ არცერთი საკითხი არ დარჩება შესწავლის, კონტროლის და რეაგირების გარეშე - სამნიძე
„ფარცხალაძე იმისთვის იყო წარმოდგენილი აგენტად ამ ქვეყანაში, რომ გავლენა მოეხდინა ქართულ პოლიტიკაზე და საზოგადოებრივ აზრზე, ეს არის ყველაზე მძიმე და საგანგაშო,“ - ასე ეხმაურება ხათუნა სამნიძე აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.
სამნიძის შეფასებით, სანქცირებამ დაადასტურა ის, რაზეც ოპოზიცია წლებია საუბრობს, რომ ხელისუფლება რუსული პოლიტიკის გამტარებელია.
ადამიანს ეჭირა მაღალი თანამდებობა, იყო ნებისმიერი კრიტიკის და ბრალდების დროს დაცული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად ფესვგადგმულია რუსული გავლენები ამ ხელისუფლებაში. როცა ვხედავთ, რომ ესა თუ ის პროპაგანდისტი ტაშს უკრავს ღარიბაშვილისა და კობახიძის განცხადებებს, პირდაპირ ჩანს, რამხელაა გავლენა რუსული პროპაგანდის, ეს ხელისუფლება გვესაუბრება ხშირად რუსული პროპაგანდის ენით.
ეს სია დავიწროვდება, ეს არის პირდაპირი გზავნილი ივანიშვილისთვის, რომ არცერთი საკითხი არ დარჩება შესწავლის, კონტროლის და რეაგირების გარეშე,“ - ამბობს ხათუნა სამნიძე.