სახდეპი ასევე ასანქცირებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს - ბლინკენი
სახელმწიფო დეპარტამენტს სასანქციო სიაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ერთი ქართველ-რუსი ოლიგარქი შეჰყავს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენი განცხადებაში წერია.
ბლინკენის თქმით, აღნიშნული ქმედებით აშშ-ის ხელისუფლება სამიზნეში იღებს იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ასევე ის პირები, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობებს აფართოებენ, და ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ენერგეტიკის სამომავლო წარმოების გაძლიერებაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასანქცირებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელზეც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (“ეფესბემ”) ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენისთვის ზემოქმედება მოახდინა”, - წერს ბლინკენი.