არ წავსულვართ სახლში და არ გავმხდარვართ იმ პრივილეგირებული 25 ოჯახის შემადგენელი და აფილირებული წრე - ლილუაშვილი

14.09.23 22:14
არ წავსულვართ სახლში და არ გავმხდარვართ იმ პრივილეგირებული 25 ოჯახის შემადგენელი და აფილირებული წრე - ლილუაშვილი

"არ წავსულვართ სახლში და არ გავმხდარვართ იმ პრივილეგირებული 25 ოჯახის შემადგენელი და აფილირებული წრე," - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა "რეაქციაში" გააკეთა.

ვინ არის პრივილეგირებული 25 ოჯახი - ლილუაშვილი თავს იკავებს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ოჯახების და მათთან დაკავშირებული პირების გარდა, სხვა კონკრეტული გვარების დასახელებისგან.

იმ ინიციატივას, რაც დავაყენეთ, დეკლარაციაში პირთა წრის გაფართოებას, გასაგებია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ ამით მისი ლუსტრაცია მოხდება, განსხვავებით იმპიჩმენტის პროცესისგან.
ამ მოცემულობების ფონზე, ცხადია, რომ დღეს მთავარი ამოცანა არის საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია საარჩევნო ამოცანისკენ, რომ ეს ჩაკეტილი წრე - მანკიერებების ბორბლის დაუსრულებელი წრე გატყდეს.
ჩვენი ამ ხელისუფლების ნაწილად ყოფნის შემდეგ 3 წელი გავიდა, პასუხისმგებლობით მივუდექით იმ საკითხს და არ წავსულვართ სახლში და არ გავმხდარვართ იმ პრივილეგირებული 25 ოჯახის შემადგენელი და აფილირებული წრე,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.