ჩვენ მიერ დაწესებული არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის ჩვენს ხედვას საქართველოზე - მილერი
"ჩვენ მიერ დაწესებული არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის ჩვენს ხედვას საქართველოზე", - ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ჟურნალისტის კითხვას. შეკითხვა აშშ-ის ახალ სანქციებს ეხებოდა, სადაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მოხვდა, ამის ფონზე, იქონიებს თუ არა გავლენას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე.
მე არ მინდა, რომ ამ დასკვნაზე გადავიდე. მე მინდა ვთქვა, რომ დღეს 150-ზე მეტი სუბიექტი და ინდივიდი დავასანქცირეთ და არ მაქვს შესაძლებლობა, რომ რომელიმე სანქციაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო. სახაზინო დეპარტამენტმა უკვე გამოსცა ინფორმაცია ამ სანქციებთან დაკავშირებით. მაგრამ, ამ 150 სუბიექტის პატივისცემით, მე ვერ ვისაუბრებ ვერცერთ მათგანზე ცალკე.
არ მგონია, რომ ასე იყოს, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და სოლიდარობას ვუცხადებდით საქართველოს მოსახლეობასა და მათ სურვილს, იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო ვერსიაზე, როგორც სრულიად ინტეგრირებული წევრი ევროატლანტიკური ოჯახის და არცერთი ინდივიდუალური სანქცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ არ შეცვლის ჩვენს ამ ხედვას", - ამბობს მილერი.