„წადით სახლში, დაისვენეთ“, „ლელო მოისყიდის „ოცნების“ დეპუტატებს?“ - კამათი და დაპირისპირება „რეაქციაში“
„წადით სახლში, დაისვენეთ“, „ლელო მოისყიდის „ოცნების“ დეპუტატებს?“ - კამათი და დაპირისპირება „რეაქციაში“.
ერთმანეთს დეპუტატები სალომე სამადაშვილი და ბექა ლილუაშვილი დაუპირისპირდნენ. კამათი პრემიერისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მოჰყვა.
"ლელო" თვლის, რომ პრემიერის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში უნდა დაიწყოს და ოპოზიციაში ამაში ერთიანი უნდა იყოს. გახარიას გუნდის წევრი ლილუაშვილი კი თვლის, რომ იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მისაყვანად ოპოზიციას საკმარისი ხმები არ აქვს.
თქვენ და თქვენი პარტია იღებთ იმის პასუხისმგებლობას, რომ იმპიჩმენტის საკითხს ლელო ბოლომდე გაიყვანს, თუ ლელო აპირებს მოიყიდოს „ოცნების“ დეპუტატები,“ - მიმართა ლილუაშვილმა სამადაშვილს.
განხეთქილება არ დამიწყია. თქვენ დააყენებთ ერთ სიბრტყეზე პრეზიდენტის ევროკავშირში მოგზაურობის გამო დაწყებული იმპიჩმენტი, ღარიბაშვილის კორუფციის საკითხთან დაკავშირებულ იმპიჩმენტს,“ - ამბობს სამადაშვილი.