აუცილებლად დასანქცირდებიან ივანიშვილი, ღარიბაშვილი და პატარა ოლიგარქებიც - ჩიგოგიძე და ობოლაშვილი - იგორ ნარმანია

14.09.23 22:37
აუცილებლად დასანქცირდებიან ივანიშვილი, ღარიბაშვილი და პატარა ოლიგარქებიც - ჩიგოგიძე და ობოლაშვილი - იგორ ნარმანია

„აუცილებლად დასანქცირდებიან ივანიშვილი, ღარიბაშვილი და მათ შორის პატარა ოლიგარქები“, - ეს განცხადება ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ გააკეთა.

ნარმანია აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება და დარწმუნებულია, რომ ივანიშვილიც მოხვდება სანქცირებულთა რიგებში.

აუცილებლად დასანქცირდებიან ივანიშვილი, ღარიბაშვილი და მათ შორის პატარა ოლიგარქები რაიონებში, მაგალითად, როგორიც არის ჩიგოგიძე, ანტონ ობოლაშვილი და სხვები, იმიტომ, რომ პუტინთან მოკავშირეობა და ამ სამშობლოს ღალატი არავის შერჩება,“ - ამბობს იგორ ნარმანია.