მინდა, ღარიბაშვილს ვუთხრა, ბაბუაჩემი არის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, პირადი თავგანწირვის ხარჯზე დავიცავ ამ ხელმოწერას - ნარმანია

14.09.23 22:45
მინდა, ღარიბაშვილს ვუთხრა, ბაბუაჩემი არის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, პირადი თავგანწირვის ხარჯზე დავიცავ ამ ხელმოწერას - ნარმანია

„მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს ვუთხრა, ბაბუაჩემი არის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი დეპუტატი, პირადი თავგანწირვის ხარჯზე დავიცავ ამ ხელმოწერას და საქართველოს დამოუკიდებლობას არ გაგატანთ,“ - ეს განცხადება ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ გააკეთა.

ნარმანია ის პირია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ღარიბაშვილის სკანდალური ჩარტერული რეისის გაპროტესტების დროს დააკავეს. 

თვითონ პოლიციელებიც, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც განიცდიდნენ ამ ამბავს და ზუსტად ვიცი, რომ ეს პრობლემები მათ და მათ შვილებსაც აწუხებთ. რადგან ირაკლი ღარიბაშვილი მათ შვილებს რუსულ უხარისხო განათლებას სთავაზობთ, მისი შვილი კი პენსილვანიაში უნდა სწავლობდეს. მაგრამ უნდა იცოდეს ღარიბაშვილმა, რომ ძალა, რომელიც არის ახალგაზრდებში, რომელიც გამოავლინეს 7-8 მარტის მოვლენების დროს, ირაკლი ღარიბაშვილი და მისნაირი კოლაბორაციონისტები - კობახიძეები, ივანიშვილები ვერ გადატეხავენ ამ ძალას და ერთიანობას. ამიტომ ყველამ ერთად, მათ შორის იმ ადამიანებს მოვუწოდებ, ვინც ახლა ჩააბარეს, ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ საქართველოიში დასრულდეს ის ფეოდალური, ბატონყმური, რუსული მმართველობა, რომელიც ღირსებას გვილახავს და გვართმევს და აქუცმაცებს ჩვენს ევროპულ მომავალს,“ - ამბობს ნარმანია.