ზელენსკი ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება

14.09.23 23:11
ზელენსკი ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს. თუმცა, უცნობია, სად შედგება უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა,ნიუ-იორკში თუ თეთრ სახლში.

ბაიდენი ზელენსკის ივლისში, ვილნიუსში გამართულ ნატო-ს სამიტზე შეხვდა.