ფაქტებია, რომ ფარცხალაძე დღემდე ხელშეუხებელია და მისი ზეგავლენა სახელმწიფოზე არის ძალიან მაღალი - ლაშა თორდია

14.09.23 23:25
ფაქტებია, რომ ფარცხალაძე დღემდე ხელშეუხებელია და მისი ზეგავლენა სახელმწიფოზე არის ძალიან მაღალი - ლაშა თორდია

„გასაკვირი და მოულოდნელი არ ყოფილა ფარცხალაძის დასანქცირება, ვინაიდან ის ძალიან დიდი ხანია, ღიად მოქმედებს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ,“ - ასე ეხმაურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებას.

თორდიას თქმით, ოთარ ფარცხალაძე წლებია აღარ მალავს რუსეთთან ღია კავშირებს. თორდიას შეფასებით, ფარცხალაძეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დღესაც აქვს გავლენა.

მან ღიად დააფუძნა რუსული პოლიტიკური ორგანიზაცია, მან ღიად დაიწყო საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში და საქართველოში ერთად, სადაც ის ინვესტიციების „მოზიდვას“ ახორციელებდა. ეს ადამიანი, რომელიც იყო გენერალური პროკურორი, დღეს თანამშრომლობს ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთთან.

ეს არის ის უბედურება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ოთარ ფარცხალაძის სახით მოგვევლინა, მაშინ, როდესაც ადამიანები ერიდებიან რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებას, ეს ადამიანი მათ სასარგებლოდ საქმიანობს.
 

ცალკე, როგორც ოთარ ფარცხალაძეს არ განვიხილავ, ცალკე, როგორც პერსონის მიმართ სანქციად არ განიხილება. ამ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ მათ შორის ზეგავლენა მოახდინოს რუსული ფულით საქართველოში პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაზე, ეს ადამიანი იდენტიფიცირებულია, როგორც ინსტიტუციებთან დაახლოებული პირი, ეს არის მთავარი საშინელება, რაც ამ ყველაფერს ახლავს, ეს ადამიანი ასოცირებულია საქართველოს სახელმწიფოსთან,“ - ამბობს თორდია.

ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს "პირველ ხაზთან" იხსენებს და ამბობს, რომ ფარცხალაძეს სისტემა მფარველობდა. საქმე ეხება 2017 წელს მომხდარ ინციდენტს, როდესაც თორდიას მტკიცებით,  ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები კლუბ “ელ ცენტროში” თავს დაესხნენ და სცემეს. თორდიას ცემის ფაქტზე სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორი გაამართლა, ჩხუბის დროს მის თანმხლებ პირს, მიხეილ ჩოხელს კი 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ის, რაშიც ქართულმა სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, შტატებმა პოლიტიკური დევნად აღიარა. 

რამდენი ადამიანია - სარდაფის თემა იყო, ჩემი თემა, მერაბიშვილთან დაკავშირებული საკითხი,  ბევრი თემაა, რომელზეც მას პასუხი მოეთხოვება, რომელიმე რაიმე შედეგი დადგა, არ დადგა. ეს ხომ ნიშნავს, რომ ეს ადმაიანი დღემდე ხელშეუხებელია. გაამართლეს ჩემს საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება არ დაუწყიათ ყიფიანისა და მერაბიშვილის საქმეებზე. ფაქტებია, რომ ეს ადამიანი დღემდეა ხელშეუხებელი და მისი ზეგავლენა სახელმწიფოზე არის ძალიან მაღალი," - ამბობს ლაშა თორდია.