ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არა აქვს, ის კერძო პირია - პაპუაშვილი
"ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არა აქვს, ის კერძო პირია", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან წლებია, რაც კავშირი აღარ აქვს.
შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გაერკვეს, რაშია საქმე. ზოგადად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სანქცირებულია ოთარ ფარცხალაძე. აშშ-მა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრს სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში ოთარ ფარცხალაძე რუსული და ქართული პასპორტებით არის შეყვანილი, რაც ადასტურებს ინფორმაციას, რომელსაც "ტვ პირველის" გუნდი ჯერ კიდევ თვეების წინ გიყვებოდათ, რომ ფარცხალაძეს რუსული პასპორტი ჰქონდა. სანქციები ჯამში დამატებით 150 პირს შეეხო.