ივანიშვილს მთავარი ФСБ-ს აგენტი ჰყავდა ყველაზე მაღალ თანამდებობაზე - დეკანოიძე ფარცხალაძეზე

15.09.23 11:27
ივანიშვილს მთავარი ФСБ-ს აგენტი ჰყავდა ყველაზე მაღალ თანამდებობაზე - დეკანოიძე ფარცხალაძეზე

ივანიშვილს მთავარი ФСБ-ს აგენტი ჰყავდა ყველაზე მაღალ თანამდებობაზე - ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.

დეკანოიძის თქმით, ფარცხალაძე ალაგებდა და ლობირებდა "ქართული ოცნების" ყველანაირ უკანონო ბიზნესს.

ოთარ ფარცხალაძე იყო ადამიანი, რომელიც იყო გენერალური პროკურორი, დანიშნული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ჩვენ არ დაგვავიწყდე, რომ იგი ბერა ივანიშვილის ძალიან ახლო მეგობარია და წარმოუდგენელია, რომ არ იცოდა ივანიშვილმა ამ ადამიანის ბეგრაუნდის შესახებ. ზოგადად ეს ნიშნავს იმას, რომ მთავარი ФСБ- აგენტი ჰყავდა ყველაზე მაღალ თანამდებობაზე, რომელიც ალაგებდა ბიზნესს და მფარველობდა და ლობირებდა ყველანაირ უკანონო შემოსავალს "ქართული ოცნების".- ამბობს ხატია დეკანოიძე.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გამოძიებას? ეს ახლა მთავარი კითხვაა. ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს,  რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია... ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. ამ გზით კი ფაქტობრივად  სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც მიუახლოვდა.